Warez.Ge

This is a sample guest message. Register a free account today to become a member! Once signed in, you'll be able to participate on this site by adding your own topics and posts, as well as connect with other members through your own private inbox!

ბავშვის წერილი უცხოეთში მყოფ დედას

tamchacho

Active member
გამარჯობა, დედიკო.

მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, 6 წლის გავხდი. ტელევიზორის ყურება ისევ მიყვარს. გინდა მოგიყვე, აქ რა ხდება? გუშინ “საბავშვო ამბებში”
გამოაცხადეს, ქინდერ-სიურპრიზი დაიხურაო, მაკდონალდსები დაიწვაო, ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენო, ბაბილინა მოკვდაო, ძალიან შემეშინდა და ბევრი ვიტირე, მერე თქვეს, იმიტაცია იყოო, სულელები არიან, რაში სჭირდებოდათ ბავშვების შეშინება, ვერ მივხვდი.
კიდევ შორენა დეიდას გადაცემას ვუყურე ჩუმად და გავიგე, რომ წეროს არ მოვუყვანივარ.

პოლიტიკოსებსაც ვუყურე: ხალიანი ბიძია რომ არის, ლევანი რომ ჰქვია, ის იყო გამოსული რომელიღაც გადაცემაში, მაგრამ რა თქვა, არ ვიცი, რადგან მამამ არ მაყურებინა, შენთვის ჯერ არ შეიძლება, პატარა ხარო.

“კურიერში” გამოაცხადეს, მიშა ბიძია ობამა ბიძიას შეხვედრია და ობამა ბიძიას უთქვამს, შენ ნუ გეშინია, პუტინს რო დავკრავ, ამერიკაში გავაფრენო.
ფეხბურთსაც ვუყურე, ჩვენი ნაკრები თამაშობდა, აქედან გამომდინარე, მე კოსმონავტობა მირჩევნია.

ბაღის ამბებსაც მოგიყვები: ინგა დეიდა იყო მოსული, არჩევნებში კენჭს ვიყრიო, გვითხრა, მას შემდეგ საჭმელს ბოლომდე ვჭამ. მასწავლებელი მეუბნება, ჭამე, თორემ კიდევ მოვა ინგა დეიდა და კიდევ იყვირებსო.

სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება, დედიკო, არჩევნებში სამი მეგრელი ბიძიაა რეიტინგული, მაგრამ ერთი ბიძია მარტოა აქეთ და სხვა ბიძიები იქით. მე ერთხელ ერთ თეფშ ფაფას მარტო ვჭამდი, ლუკა, ზურა და ნიკუშა კი ერთ თეფშ ფაფას ჭამდნენ ერთად, მე გავძეხი, ისინი კი მშივრები დარჩნენ.

აბა, წავედი ახლა, დედიკო, მე, ტელევიზორში ახალ ამბებს აცხადებენ და წამყვანმა დედა დაიფიცა, მართალიაო, მიყვარხარ ძალიან, გკოცნი.
 

Guka

Member
რა ყ**ბაა :lol: ვინმეს გაგეცინათ კითხვისას? :gap:
 
Last edited by a moderator:

kaax

Member
6. აკრძალულია უცენზურო სიტყვების გამოყენება პოსტებში, თუ მაინცდამაინც გინდათ რომ იუცენზუროთ, დაწერეთ პირველი და ბოლო ასო, შუაში კი წერტილები ან მსგავსი (#@$) ნიშნები.
 

Guka

Member
წესები იმისთვისაა დაწერილი რომ ჩვეულებრივმა მოკვდავებმა დავარღვიოთ :gap: :tease:
 

JoRJa

New member
კვირის პალიტრიდანაა ამონარიდი თუ wtf? )
 

Users who are viewing this thread

Top